NBA
24 February
„გოლდენ სტეიტის“ შესაძლო გაძლიერება: ქევონ ლუნის დაბრუნების პერსპექტივა
მიუხედავად იმისა, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ნეიტ უილიამსი დაიმატა, გუნდი მაინც ეძებს გაძლიერებას. ჟურნალისტ ჯოშ კორნელისენის აზრით, საუკეთესო ვარიანტი ქევონ ლუნის დაბრუნება იქნება, რომელიც „პელიკანსის“ მიერ მისი კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში, „უორიორსის“ სისტემაში ადვილად მოერგება და გუნდს გამოცდილებასაც შემატებს. თუმცა, „ნიუ ორლეანის“ მხრიდან ჯერჯერობით არანაირი მინიშნება არ არის ლუნის გაშვებაზე, რაც ლოდინის რეჟიმს აგრძელებს.