ჰაჯი რაიტის ჰეთ-თრიქით „ქოვენთრი“ ჩემპიონშიპის სათავეში დაბრუნდა
ჰაჯი რაიტის მიერ გაფორმებული ჰეთ-თრიქის წყალობით, „ქოვენთრიმ“ 3:1 დაამარცხა „მიდლსბრო“ და ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. მატჩის შემდეგ, „ქოვენთრის“ მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა თავდამსხმელის თამაში და გუნდის გამარჯვება შეაფასა.