მოტოსპორტი
24 February
ადელაიდა 2027 წლიდან MotoGP-ის ავსტრალიის გრან-პრის ქუჩის ტრასაზე უმასპინძლებს
სამხრეთ ავსტრალიის მთავრობამ და MotoGP Sports Entertainment-მა ქალაქ ადელაიდაში ქუჩის ტრასის პროექტი წარადგინეს. 2027 წლიდან ადელაიდა მოტოციკლეტისტთა ავსტრალიის გრან-პრის მასპინძელი გახდება და ამ როლში ფილიპ აილენდის გრან-პრის ტრასას ჩაანაცვლებს.