ფეხბურთი
15 February
ჩარლზ საგო უმცროსი „არსენალიდან“ „კალმარში“ იჯარით გადავიდა
„არსენალის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩარლზ საგო უმცროსი შვედურ „კალმარში“ იჯარით გადავიდა, რაც უჩვეულო ვადით, 2027 წლის იანვრამდე გაგრძელდება. ტრანსფერის მიზეზი შვედური ლიგის კალენდარული წლის ფორმატი და ფეხბურთელის სურვილია, მიიღოს მეტი სათამაშო დრო და განვითარდეს ახალ გარემოში. საგო უმცროსმა განაცხადა, რომ მას „ახალი დასაწყისი“ სჭირდებოდა და იმედოვნებს, რომ „კალმარში“ განვითარდება.