სპორტი
25 February
სტეფ კარი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს
„გოლდენ სტეიტ უორიორსის“ ვარსკვლავი სტეფ კარი, სავარაუდოდ, მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ ხუთშაბათის მატჩსაც გამოტოვებს. ის უკვე ექვსი შეხვედრაა, რაც მოედანზე არ გამოჩენილა, მის არყოფნაში კი გუნდის ძირითად შემცვლელებად ბრენდინ პოძიმსკი და პეტ სპენსერი განიხილებიან.