ფეხბურთი
15 February
IFAB-ი VAR-ის წესის შეცვლას გეგმავს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის - სკანდალური დერბის ფონზე
იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციების საბჭო (IFAB) VAR-ის წესის ცვლილებას განიხილავს, რათა 2026 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატისთვის მეორე ყვითელი ბარათის ეპიზოდებში ვიდეოასისტენტს ჩარევის უფლება მიეცეს. ეს გადაწყვეტილება „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩში მომხდარ სკანდალურ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც „იუვენტუსის“ მცველი პიერ კალულუ სადავო ვითარებაში გააძევეს მოედნიდან და VAR-ის ჩარევა შეუძლებელი იყო.