სპორტი
15 February
მეტ ბონერი: კობი ბრაიანტმა Nike-თან კონტრაქტი გარისკა ჩემი Adidas-ის ფეხსაცმელების მოსაწერად
კალათბურთელმა მეტ ბონერმა გაიხსენა ისტორია, თუ როგორ მოაწერა კობი ბრაიანტმა მისი Adidas-ის ფეხსაცმელები, მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ კალათბურთელს Nike-თან ექსკლუზიური კონტრაქტი ჰქონდა. ბონერის თხოვნით, კობიმ გამონაკლისი დაუშვა და ფეხსაცმელები სპეციალური წარწერით მოაწერა, რითაც რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი სარეკლამო გარიგება. ეს ნივთი დღემდე ბონერის ოფისში საპატიო ადგილას ინახება.