ფეხბურთი
19 February
უეფა ჩემპიონთა ლიგის მსაჯობის წესებს არეგულირებს: ნაკლები VAR ჩარევა, მეტი სისწრაფე და ფეხბურთელთა დაცვა (ოფიციალურად)
უეფამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებისთვის მსაჯობის ახალი წესები დაამტკიცა. ცვლილებები ითვალისწინებს VAR-ის მხოლოდ „აშკარა და თვალსაჩინო შეცდომებზე“ ჩარევას, ნაკლებ დეტალურ ანალიზს და მოედანზე მყოფი მსაჯის პასუხისმგებლობის გაზრდას. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფეხბურთელთა დაცვასა და სიმულაციების დასჯაზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განსახილველად მსაჯთან მხოლოდ კაპიტანს შეეძლება მიახლოება. დაზუსტდა ხელის თამაშის ინტერპრეტაციის კრიტერიუმებიც.