ფეხბურთი
26 February
მადრიდის „ატლეტიკო“ რადიკალური ცვლილებების წინაშე – გუნდს მრავალი ფეხბურთელი დატოვებს
მადრიდის „ატლეტიკო“ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე მასშტაბური ცვლილებებისთვის ემზადება. კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის განახლებას გეგმავს, რის გამოც, Fichajes-ის ცნობით, რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის ხოსე მარია ხიმენესი, რობინ ლე ნორმანი, კლემენტ ლენგლე, მატეო რუჯერი, ნაუელ მოლინა და ალექსანდერ სორლოტი, კლუბს დატოვებენ. ეს ნაბიჯი ახალი ტრანსფერების დაფინანსებას ისახავს მიზნად.