სპორტი
17 February
ჯავიდ ბაშარატი UFC-დან გაათავისუფლეს: „თავაწეული მივდივარ“
ჯავიდ ბაშარატმა UFC-დან გათავისუფლება გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში მან მოიგო ბრძოლა და დაასრულა წაგებების სერია. მან ეს ინფორმაცია კვირას Instagram-ის პოსტით გაავრცელა. 30 წლის მებრძოლმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას „თავაწეული“ ტოვებს და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს.