კიეზა იტალიის ნაკრებში? გატუზო მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ კარს ღიას ტოვებს
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი წელია, ფედერიკო კიეზას იტალიის ნაკრებში არ უთამაშია და კლუბში სათამაშო დროც შეზღუდული აქვს, მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მას მარტში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფებისთვის გუნდში დაბრუნების შესაძლებლობას უტოვებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიეზამ ნაკრებში გამოძახებაზე უარი წარსულში რამდენჯერმე თქვა, თუმცა გატუზო მას მაინც განიხილავს, როგორც პოტენციურ „ჯოკერს“ გადამწყვეტ მატჩებში.