სპორტი
19 February
სიდნი კროსბის თავაზიანობა: კანადელმა ვარსკვლავმა დაბადების დღე მიულოცა მეტოქე მეკარეს და ჯოხი აჩუქა
2026 წლის მილან-კორტინას ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე კანადის ნაკრებმა საფრანგეთი 10:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, კანადის ვარსკვლავმა სიდნი კროსბიმ მეტოქე გუნდის მეკარეს, ჯულიან ჟუნკას, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, საჩუქრად თავისი ჰოკეის ჯოხი გადასცა. ჟუნკამ 33 დარტყმიდან 27 მოიგერია. ამჟამად საფრანგეთი გერმანიას ხვდება მეოთხედფინალის საგზურისთვის.