ამად დიალო: „კაზემირო და მანჩესტერ იუნაიტედის სხვა ლიდერები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანნი არიან“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ამად დიალომ, კლუბში მისი განვითარებაზე უფროსი მოთამაშეების გავლენაზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი კაზემიროს, ბრუნო ფერნანდეშის, ჰარი მაგუაერისა და ლისანდრო მარტინესის როლი გამოყო. მიუხედავად იმისა, რომ კაზემიროს კონტრაქტი არ გაუგრძელდება, ის კვლავ რჩება გუნდის მნიშვნელოვან წევრად.