ფეხბურთი
18 February
ატლეტიკო მადრიდი ვიქტორ ოსიმენს უმიზნებს
მადრიდის „ატლეტიკო“ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და „გალათასარაის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენზე გაამახვილა ყურადღება. 27 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი სეზონი აქვს – 22 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მადრიდულმა კლუბმა ნიგერიელ ფეხბურთელთან უკვე დაამყარა კონტაქტი და თავად მოთამაშეც, სავარაუდოდ, ლა ლიგაში გადასვლით არის დაინტერესებული. თუმცა, „გალათასარაი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს ითხოვს, რის დაფინანსების გზებსაც „ატლეტიკო“ ამჟამად განიხილავს.