ფეხბურთი
19 February
ისტორიული დამთხვევა: „ჰამბურგერმა“ 1887 ბუნდესლიგის მატჩი ჩაატარა და სპეციალური მაისური გამოუშვა
„ჰამბურგერ სვ-მ“ ბუნდესლიგაში 1887 მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის დაარსების წელს (1887) ემთხვევა. ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, კლუბმა სპეციალური, ტრადიციული მაისური გამოუშვა, რომლის ზურგზეც 465 ფეხბურთელის სახელია ამოტვიფრული. მაისურმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე გაყიდულია ფიზიკურ მაღაზიებში, ონლაინ მაღაზია კი გადატვირთულია.