UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი კეინ ველასკესი ციხიდან გაათავისუფლეს
UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი კეინ ველასკესი, რომელიც ასევე გამოდიოდა WWE-სა და AAA-ში, 11-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა მას შემდეგ, რაც ესროლა მამაკაცს, რომელიც მისი 4 წლის ვაჟის სავარაუდო მოძალადის მამა აღმოჩნდა. ველასკესი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მანამდე კი 5 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის ასევე აწარმოებს სამოქალაქო საქმეს სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ.