კრივი
25 February
WBC-ი საჩემპიონო ქამრებს ბრილიანტის ჯაჭვებითა და გულსაკიდებით ჩაანაცვლებს
კრივის მსოფლიო საბჭომ (WBC) ახალი ჯილდო, სახელწოდებით „გვირგვინის სერია“ (The Crown Series) წარადგინა. ეს არის 18.9 კარატი ზურმუხტისა და ბრილიანტისგან შემდგარი ჯაჭვი და გულსაკიდი, რომელიც WBC-ის მსოფლიო ჩემპიონებს გადაეცემათ მთავარ ბრძოლებში. მისი სავარაუდო ღირებულება $40,000-ია.