სპორტი და ბიზნესი
17 February
ფეხბურთელი ებერეჩი ეზე კრეატიულ ინდუსტრიაში შედის: Flowstate-ი Fremantle UK-თან ერთად
ინგლისისა და ლონდონის „არსენალის“ ვარსკვლავმა, ებერეჩი ეზემ, Fremantle UK-თან თანამშრომლობით კრეატიული სააგენტო Flowstate დააფუძნა. სააგენტო შექმნის ბრენდების მიერ დაფინანსებულ კამპანიებსა და სკრიპტირებულ/არასკრიპტირებულ კონტენტს, რომლის გლობალურ დისტრიბუციას Fremantle განახორციელებს. Flowstate ასევე გააფართოებს „ეზეს ფონდის“ საქმიანობას ახალგაზრდებისთვის კრეატიული შესაძლებლობების შეთავაზებით საპროდიუსერო სფეროში.