კრიმინალი
18 February
ცნობილი ამერიკელი სერფერი კოსტა-რიკაში გარდაცვლილი იპოვეს - სავარაუდო მკვლელობა ძარცვისას
66 წლის ამერიკელი სერფერი კურტ ვან დაიკი შაბათს კოსტა-რიკაში, კარიბის ზღვისპირა ქალაქ კაუიტაში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ის სავარაუდოდ ძარცვის დროს მოკლეს. წინასწარი მონაცემებით, მას დაახრჩვეს და მრავლობითი დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. ინციდენტში ორი შეიარაღებული მამაკაცი ფიგურირებს. გამოძიება მიმდინარეობს.