კალათბურთი
23 February
ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ცენტრი დიანდრე ეიტონი NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე გადაფასებულ მოთამაშედ დასახელდა
დიანდრე ეიტონი, 2018 წლის დრაფტის პირველი არჩევანი, რომელიც დღესდღეობით უკვე მესამე გუნდშია, Bleacher Report-ის მიერ NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე გადაფასებულ მოთამაშედ დასახელდა. კრიტიკა მოთამაშის მოტივაციისა და თამაშის განუვითარებლობის გამო გაჟღერდა, რამაც მისი კარიერული პერსპექტივები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.