ფეხბურთი
16 February
მაიკლ ო'ნილი მილერის ტრავმით შეშფოთებულია
„ბლექბერნ როვერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა, ლუის მილერის ტრავმის გამო შეშფოთება გამოთქვა. ავსტრალიელი მცველი „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ 3-1 მოგებულ მატჩში, მოედანზე შემოსვლიდან მალევე, საკაცით გაიყვანეს. ვარაუდობენ, რომ 25 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი დაუზიანდა, რაც მწვრთნელმა სერიოზულად მიიჩნია.