სპორტი
15 February
რუნი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატების საიდუმლო PlayStation იყო
უეინ რუნიმ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი ტაქტიკა და ვარჯიში კი არა, PlayStation-ზე თამაში იყო. ფეხბურთელები PSP-ზე SOCOM: U.S. Navy SEALs-ს რეგულარულად თამაშობდნენ გრძელი მგზავრობებისას, რაც აუმჯობესებდა მათ კომუნიკაციასა და გუნდურ სულს. რუნის თქმით, ეს დაუფასებელი ფაქტორი გახლდათ გუნდის დომინანტობის შექმნაში.