MMA
18 February
დრიკუს დუ პლესიეს სამაგიეროს გადახდა სურს: „აპრილში ოქტაგონში ვბრუნდები, ჩემი ქამარი უკან მექნება“
ყოფილი საშუალო წონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესიე, რომელმაც ტიტული ქამზატ ჩიმაევთან დაკარგა, აპრილში ოქტაგონში დაბრუნებას გეგმავს. სამხრეთაფრიკელი მებრძოლი აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერთან საბრძოლველად, თუმცა მისი მთავარი მიზანი ჩიმაევთან რევანში და დაკარგული ქამრის დაბრუნებაა. დუ პლესიე მიმდინარე წლის ბოლომდე ტიტულის დაბრუნებას გვპირდება.