ფეხბურთი
/
23.02.2026
აინტრახტს მორიგი თავდამსხმელი გამოაკლდა - ტრავმების კრიზისი გრძელდება
ფრანკფურტის „აინტრახტს“ ტრავმების გამო მორიგი თავდამსხმელი, ანსგარ კნაუფი გამოაკლდა. მან მუცლის ღრუს ოპერაცია გადაიტანა და განუსაზღვრელი ვადით უქმობა მოუწევს. წინა ტურში დაშავდა ახალწვეული არნო კალიმუენდოც. გუნდს ისედაც აკლია რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის გუნდს „ბაიერნთან“ მატჩის წინ.
ფრანკფურტის „აინტრახტს“ მორიგი თავდამსხმელი გამოაკლდა. კლუბის განცხადებით, ანსგარ კნაუფმა მუცლის ღრუს ოპერაცია გადაიტანა და სამშაბათს განუსაზღვრელი ვადით გამოეთიშა თამაშს.
კვირის 3:0 მოგებულ შეხვედრაში „ბორუსია მენხენგლადბახთან“, ახალწვეულ არნო კალიმუენდოს მოედნის ნაადრევად დატოვება მხრის ტრავმის გამო მოუწია.
თავდამსხმელები ჯონათან ბურკარდტი, იუნეს ებნატულიბი, მიში ბატშუაი და ჯან უზუნი უკვე აკლდნენ გუნდს და შესაძლოა გამოტოვონ „აინტრახტის“ შაბათის მატჩი ლიდერ მიუნხენის „ბაიერნთან“.
ახალ მწვრთნელ ალბერტ რიერას ასევე დაშავებული მცველები, რასმუს კრისტენსენი და არტურ თეატე არ ეყოლება.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება