თოვლი „ბაიერნის“ ვარჯიშზე: კომპანის გაფრთხილება ფეხბურთელებს
მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელები „აინტრახტთან“ მატჩისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მათ გეგმებს თოვლმა ხელი შეუშალა. ვინსენტ კომპანიმ გუნდის წევრებს რისკისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა, რადგან სეზონის ამ ეტაპზე ტრავმები კრიტიკული შეიძლება აღმოჩნდეს.