მიკელ არტეტამ დაადასტურა, რომ "არსენალი" იძიებს მატჩისწინა მოსამზადებელ რუტინას მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში სტარტამდე გახურებისას ოთხი ცალკეული ტრავმა დაფიქსირდა. "ვულვზთან" პრემიერლიგის მატჩის წინ საუბრისას, არტეტამ აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია უჩვეულოა და მას გუნდი შიდა მოკვლევის ფარგლებში სწავლობს. "დიახ, ნამდვილად. ეს ძალიან უჩვეულოა", - თქვა მან. "ალბათ, ექვს წელიწადში, რაც აქ ვარ, ეს ერთხელ ან ორჯერ მოხდა, ამ სეზონში კი ოთხჯერ. ჩვენ ამას ვიკვლევთ." ყველაზე ბოლო შემთხვევა რიკარდო კალაფორს უკავშირდება, რომელიც გახურებისას მიღებული დაზიანების გამო მიმდინარე სეზონში მეორედ იქნა გამოყვანილი "უიგანთან" მატჩამდე. ამ ცვლილებამ გუნდში გადაადგილება გამოიწვია - მაილს ლუის-სკელი მარცხენა მცველის პოზიციაზე გადავიდა, ბუკაიო საკამ კი ნახევარდაცვაში დაიწყო თამაში. სეზონის დასაწყისში უილიამ სალიბა ტერფის ტრავმით გამოიყვანეს "ენფილდზე" მატჩისას, ხოლო საკამ "ლიდსში" გასვლამდეც გამოტოვა შეხვედრა. კითხვაზე, ხდებოდა თუ არა ინციდენტების სიხშირე შეშფოთების საგანი, არტეტამ უპასუხა: "რა თქმა უნდა. ისინი ძალიან განსხვავებული იყო. პირველი ვილოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც მან "ლივერპულთან" მატჩისას ტერფი დაიზიანა. შემდეგ ორი მსგავსი ინციდენტი გვქონდა რიკისთან გახურებისას. შემდეგ ერთი ბუკაიოს შემთხვევა იყო, მას შემდეგ რაც შუა კვირაში დაისვენა და "ქაირათის" წინააღმდეგ არ უთამაშია, შემდეგ კი "ლიდსის" წინააღმდეგ [დაშავდა], მას ეს ინციდენტი ჰქონდა. ეს ძალიან უჩვეულოა. ვფიქრობ, ექვს წელიწადში, რაც აქ ვარ, ალბათ, ერთხელ ან ორჯერ მოხდა, და [ამ სეზონში] ოთხჯერ. ასე რომ, ცხადია, ჩვენ ამას ვიკვლევთ. ვილოს შემთხვევაში ეს ისეთი რამაა, რისი განჭვრეტაც ძალიან რთულია. ზოგჯერ, მოთამაშის გამოცდა გსურს, სანამ დარწმუნდები, რომ ის მზადაა, და გახურება ამისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ბუკაიოს შემთხვევა კი ძალიან შემთხვევითი იყო, რადგან მას არასოდეს გამოუვლენია რაიმე სიმპტომი ან სიგნალი, რომ ეს გახურებისას შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ასეა როგორც არის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ." არტეტამ აღიარა, რომ გაურკვევლობამ მისი განწყობა შეცვალა მატჩის დაწყებამდე ბოლო წუთებში. "დიახ, სხეულზე ვგრძნობ, უფრო გაცნობიერებული ვარ ამის შესახებ", - თქვა მან. "ასე რომ, ოფისში ვარ, მესმის კარის ხმა, ვიღაც შემოდის და ვამბობ: "არა, გთხოვთ", რადგან ეს ძალიან რთული მომენტია, ვინაიდან როდესაც რიკის ბუკაიოთი ცვლი [როგორც კვირას], ბევრი რამის შეცვლა გიწევს თამაშის გეგმაში, პოზიციებში, ბევრი რამ არის განსხვავებული და ამისთვის ორი წუთი გაქვს." "ასე რომ, დიახ, ეს უკეთეს მწვრთნელად გხდის, რადგან მუდმივად უნდა იფიქრო 'რა მოხდება თუ, რა მოხდება თუ' და მატჩის წინ სულ უფრო მეტია ასეთი 'რა მოხდება თუ' კითხვა, შემდეგ კი ბევრი თამაშის განმავლობაში. ასე რომ, უბრალოდ უფრო მომზადებული უნდა იყო."