პრემიერ ლიგა: „არსენალმა“ 2-0-იანი უპირატესობა გაანიავა და „ვულვზთან“ ქულა დაკარგა
პრემიერ ლიგის ლიდერმა „არსენალმა“ „ვულვერჰემპტონთან“ სტუმრად 2-0-იანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ ფრედ, 2-2 ითამაშა. ამ შედეგით „მეთოფეებმა“ შანსი ხელიდან გაუშვეს, რომ უახლოეს მდევარს 7 ქულით დაშორებოდნენ. „არსენალის“ მხრიდან გოლები ბუკაიო საკამ და პიერო ინკაპიემ გაიტანეს, თუმცა „ვულვზმა“ ჰიუგო ბუენოსა და რიკარდო კალაფორის გოლებით ქულის გადარჩენა შეძლო. ეს შედეგი „არსენალის“ ტიტულისთვის ბრძოლაში ეჭვებს აჩენს.