"მომდევნო კვირას პედრი და (მარკუს) რაშფორდი დაგვიბრუნდებიან. შემდეგ გავიც გუნდთან ერთად ივარჯიშებს. უკეთესად ვითამაშებთ, ეს ნამდვილად ვიცით", - განაცხადა "ბლაუგრანას" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა პრესკონფერენციაზე, ჟირონასთან წუხანდელი მარცხის (1-2) შემდეგ. პედრის დაბრუნება, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, დიდი სტიმული იქნება კატალონიელებისთვის ნახევარდაცვაში, ხოლო გავი, რომელიც აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია, გუნდის როტაციას დამატებით ვარიანტს შესძენს.