ერიკ გარსია: "ბურთის ხშირი დაკარგვა გვკლავს - ფლიკის სტილით ოთხი ტიტული მოვიგეთ"
"ბარსელონას" მცველმა ერიკ გარსიამ გუნდის ბოლოდროინდელი მარცხები და დაცვითი პრობლემები გააანალიზა. ის ფლიკის შეხვედრაზეც ისაუბრა, სადაც მწვრთნელმა საკუთარი სტილის მიმართ ერთგულება და მეტი ინტენსივობა მოითხოვა. გარსია ბურთის ხშირ დაკარგვას და მეტოქეების ადაპტაციას უსვამს ხაზს, თუმცა ფლიკის სათამაშო სტილის ეფექტურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.