დღეს, ორშაბათს საღამოს, ლა ლიგის 24-ე ტურის ეგიდით, „ბარსელონა“ „ჟირონას“ ესტუმრება. ეს გადამწყვეტი მატჩია ჰანსი ფლიკის გუნდისთვის, რადგან მათ მიზნად აქვთ „რეალის“ გასწრება და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ქულის აღება. ამ დაპირისპირებისთვის გერმანელი მწვრთნელი რაფინიას დაბრუნებას მიესალმება, რომელიც „ბარსას“ განაცხადში ლამინ იამალთან, ფერან ტორესთან და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად მოხვდა. გავი და პედრი კვლავ მოედანს მიღმა რჩებიან.