დორტმუნდის „ბორუსიამ“ აღშფოთება გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მეტოქე „ატალანტას“ გადაწყვეტილების გამო, რომელმაც არაგერმანელ გულშემატკივრებს მომავალ ოთხშაბათს ბერგამოში გასამართ მეორე ფეხის მატჩზე დასწრება აუკრძალა. „ატალანტამ“ „დორტმუნდს“ გასულ კვირას, ბილეთების გაყიდვების დასრულების შემდეგ აცნობა, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, „ბორუსიას“ ზოგიერთ გულშემატკივარს საგარეო მატჩისთვის ბილეთების შეძენის უფლება არ ექნებოდა და სტადიონზე შესვლა აეკრძალებოდა. ვესტფალიელებმა – რომლებიც „ატალანტას“ დღეს, საღამოს მასპინძლობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში – მას შემდეგ განცხადება გაავრცელეს, სადაც ამ გადაწყვეტილებას გმობენ და უეფა-სთან ერთად გამოსავლის მოძიებას აპირებენ: „ჩვენი გულშემატკივრების ნაწილის გამორიცხვა წარმოადგენს ღირებულებების აშკარა დარღვევას და დისკრიმინაციის ფორმას დორტმუნდის „ბორუსიისთვის“ – როგორც „ბორუსია დორტმუნდის“ ფუნდამენტურ პრინციპებთან, ისე საერთაშორისო ფეხბურთის პან-ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში.“ „დორტმუნდის „ბორუსია“ მკაფიოდ და გადამწყვეტად გამოთქვამს პროტესტს ამ შეზღუდვების მიმართ, რათა ყველა „ბორუსიას“ გულშემატკივარს მიეცეს საშუალება დაესწროს ჩვენს გასვლით მატჩებს.“ „ამიტომ, დორტმუნდის „ბორუსია“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ატალანტა ბერგამოსა“ და უეფა-სთან და ბოლო მოლაპარაკებების განვითარების შემდეგ მოკლევადიან პერსპექტივაში დადებით შედეგს ელის.“