უეფას ჩემპიონთა ლიგა: ვინიციუსის რასისტულ შეურაცხყოფაში ბრალდებული პრესტიანი „ბერნაბეუზე“ ჩასვლას გეგმავს – უკან დახევას არ აპირებს!
ვინიციუს ჯუნიორის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაში ბრალდებული ჯანლუკა პრესტიანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. უეფამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, ფეხბურთელი კი მუქარების ფონზე ცხოვრობს, თუმცა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასვლას და იქ არსებული მტრული გარემოს წინაშე დადგომას არ მოერიდება, თუ გუნდის მწვრთნელი მას თამაშის საშუალებას მისცემს.