დღეს საღამოს "ლუი II"-ის სტადიონზე, მონაკოში, ნამდვილ "ლიგა 1"-ის კლასიკას ვიხილავთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეგიდით. მასპინძელი გუნდი მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება. ორივე მხარე არასტაბილურ თამაშს აჩვენებს, რამაც შესაძლოა მათ ძვირად დაუჯდეთ. მონაკოში დღევანდელ მატჩში შემდეგი შემადგენლობები გამოვლენ: **"მონაკო":** კიონი; ვანდერსონი, ფაესი, ზაქარია, კაიო ენრიკე; კამარა, ტეზე; ადინგა, გოლოვინი, აქლიუში; ბალოგუნი. **"პსჟ":** საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ნუნო მენდეში; ზაირ-ემერი, ვიტინია, ჟოაო ნევეში; კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.