პსჟ-ის გმირული ქამბექი „მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში
მიუხედავად პენალტის გაფუჭებისა და უსმან დემბელეს ტრავმისა, პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და „მონაკო“ (3-2) დაამარცხა. მონაკომ ფოლარინ ბალოგუნის დუბლით 2-0 დაწინაურდა, თუმცა ვიტინიას მიერ პენალტის გაფუჭებისა და დემბელეს ტრავმის შემდეგ, მოედანზე შემოსულმა დეზირე დუემ თამაში შეცვალა, დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრ გოლოვინის გაძევებამ მონაკოს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.