ფეხბურთი
/
24.02.2026
იტალიის დამატებითი ადგილის შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი დარტყმა მიადგა
ტურინის „იუვენტუსისა“ და მილანის „ინტერის“ მარცხების შემდეგ, იტალიის შანსები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილის მოსაპოვებლად მნიშვნელოვნად შემცირდა. უეფას საკლუბო კოეფიციენტების რეიტინგში იტალია მეხუთე ადგილზე რჩება, რაც დამატებითი ადგილის მისაღებად საკმარისი არ არის.
იტალიის შანსებს, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილის მოპოვებისთვის, მორიგი დარტყმა მიადგა, მას შემდეგ რაც სამშაბათ საღამოს პლეი-ოფის პირველ მატჩებში როგორც „იუვენტუსმა“, ისე „ინტერმა“ მარცხი განიცადეს. „ბიანკონერი“ სტამბოლში, „გალათასარაისთან“ სტუმრად 5:2 დამარცხდა, „ლა დეამ“ კი ვესტფალენშტადიონზე „დორტმუნდის ბორუსიას“ „ყვითელი კედლის“ წინ 2:0 წააგო. ეს მარცხები ნიშნავს, რომ იტალია უეფას სეზონის ასოციაციის კოეფიციენტების რეიტინგში მეხუთე ადგილზე რჩება. ეს რეიტინგი გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ დამატებით ადგილს მომდევნო სეზონის ტურნირში. ჩემპიონთა ლიგის დამატებით ადგილს მხოლოდ ის ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც სეზონს ტოპ ორეულში დაასრულებენ. სამშაბათს საღამოს მატჩების დასრულების შემდეგ, რეიტინგის სათავეში ინგლისი რჩება 20,958 ქულით. მეორე ადგილზეა პორტუგალია 16,600 ქულით, მესამეზე გერმანია 16,500 ქულით, მეოთხეზე ესპანეთი 15,781 ქულით და მეხუთეზე იტალია 15,500 ქულით. იტალიისთვის სამწუხაროდ, სამშაბათის მატჩების დასრულების შემდეგ, მათსა და ესპანეთს შორის სხვაობა ოდნავ გაიზარდა. ქვეყნები, რომლებიც სეზონს უეფას სეზონის ასოციაციის კოეფიციენტის ტოპ ორეულში დაასრულებენ, მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგაში თითო დამატებითი ადგილით დაჯილდოვდებიან. როგორ მუშაობს კოეფიციენტების რეიტინგი? უეფას სამ ტურნირში (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა) მონაწილე გუნდები ქულებს ევროპულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით იღებენ. ქვეყნებს ენიჭებათ ორი ქულა გუნდის თითოეული მოგებისთვის, ერთი ქულა ფრისთვის და ნული ქულა წაგებისთვის. საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეს ქულები განახევრდება. ბონუს ქულები ასევე ენიჭება გუნდის ლიგის ფაზის ცხრილში დაკავებული ადგილის მიხედვით. გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სათავეში დაასრულებს, დამატებით 12 ქულას იღებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი 11,750-ს, მესამეზე გასული 11,500-ს და ასე შემდეგ 36-ე ადგილამდე. ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულს ენიჭება 6 ქულა, ხოლო კონფერენს ლიგის ცხრილის სათავეში მყოფ გუნდს 4 ქულა. ქულები ენიჭებათ 1-24 ადგილებს როგორც ევროპა ლიგაში, ასევე კონფერენს ლიგაში. დამატებითი ბონუს ქულები ასევე ენიჭება გუნდს ყოველი ნოკაუტ ეტაპის გავლისთვის. ყველა ეს ქულა ჯამდება და შემდეგ იყოფა იმ გუნდების რაოდენობაზე, რომლებსაც მოცემული ქვეყანა უეფას ტურნირებში ჰყავს წარმოდგენილი. იტალიის ჯამური ქულები შეადგენს 108,500-ს, რაც 15,500-იან კოეფიციენტს შეადგენს, როდესაც იყოფა ევროპულ ტურნირებში ამ სეზონში მონაწილე იტალიური გუნდების რაოდენობაზე (შვიდი). ეს 15,500 ქულა იტალიას სეზონის საკლუბო კოეფიციენტების რეიტინგში მეხუთე ადგილზე ტოვებს.
#ფეხბურთი
#ბორუსია დორტმუნდი
#ჩემპიონთა ლიგა
#იტალია
#ინტერი
#იუვენტუსი
#უეფა
#გალათასარაი
#კოეფიციენტი
წყარო: football-italia.net
გაზიარება