ფეხბურთი
/
23.02.2026
ლამინ იამალი „ჟირონასთან“ სიცხით თამაშობდა
ლა ლიგის ჩემპიონმა „ბარსელონამ“ „ჟირონასთან“ მატჩი წააგო, რომელშიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლამინ იამალი, ავადმყოფობის ფონზე, სიცხით თამაშობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე მომენტი გააცუდა, მათ შორის პენალტიც.
ლა ლიგის ჩემპიონ „ბარსელონას“ შეტევის წამყვანმა ფეხბურთელმა გუნდის ბოლო მატჩში ავადმყოფობის მიუხედავად ითამაშა. საუბარია ლამინ იამალზე. როგორც ფეხბურთელისთვის, ისე „ბარსელონასთვის“, ორშაბათი სანერვიულო საღამო გამოდგა. კატალონიაში, მეზობელ „ჟირონასთან“ გამართულ შეხვედრაში, „ბლაუგრანა“ 2:1 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ, ჰანსი ფლიკის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში დაუძინებელ მეტოქე მადრიდის „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება. ახალგაზრდა ლამინი იმ საღამოს კარგად ვერ გამოიყურებოდა, რამდენიმე აშკარა საგოლე შანსი გააცუდა, მათ შორის პენალტიც. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთი დღის შემდეგ, ამ წარუმატებლობის პოტენციური მიზეზი ინტერნეტში გავრცელდა. ინფორმაცია ესპანურ გამოცემა Què T’hi Jugues-ს ეკუთვნის, რომელმაც დაადასტურა: „ლამინ იამალი „ჟირონასთან“ მატჩამდე თავს შეუძლოდ გრძნობდა და მოედანზე სიცხით გავიდა.“
წყარო: Conor Laird – GSFN
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება