ფეხბურთი
/
25.02.2026
მადრიდის „რეალი“ ვინისიუსის მიმართ რასისტულ შეურაცხყოფაზე: „ყველა მტკიცებულება უეფას გადავეცით“
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა ვინისიუს ჟუნიორის მიმართ ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან სავარაუდო რასისტულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, „ბენფიკასთან“ გამარჯვებისას მოხდა. „ბლანკოსმა“ განაცხადა, რომ აქტიურად მონაწილეობს უეფას გამოძიებაში პრესტიანის სავარაუდო კომენტარების შესახებ. კლუბმა უკვე გადასცა უეფას ყველა შეგროვებული მტკიცებულება და მადლობა გადაუხადა გლობალურ საფეხბურთო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა ვინისიუს ჟუნიორის მიმართ ჯანლუკა პრესტიანის მხრიდან სავარაუდო რასისტულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, „ბენფიკასთან“ გამარჯვებისას მოხდა. „ბლანკოსმა“ განაცხადა, რომ აქტიურად მონაწილეობს უეფას გამოძიებაში პრესტიანის სავარაუდო კომენტარების შესახებ.
სამშაბათს საღამოს, მსაჯმა ანტირასისტული პროტოკოლი გაააქტიურა მას შემდეგ, რაც ვინისიუსმა მას აცნობა, რომ პრესტიანმა მაიმუნი უწოდა. უეფამ მეორე დღესვე განაცხადა, რომ მათ დაიწყეს გამოძიება აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით. თუ პრესტიანის ბრალეულობა დადასტურდება, მას მინიმუმ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. ამ დრომდე, როგორც თავად ფეხბურთელი, ისე „ბენფიკა“, მის უდანაშაულობას იცავს.
ინციდენტის ღამეს, მადრიდის „რეალმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ანტირასისტული პროტოკოლი იყო გააქტიურებული. ხუთშაბათს, „რეალმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დაეხმარა მტკიცებულებების შეგროვებაში და ისინი უეფას გადასცა. ასევე, კლუბმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს მასშტაბით მიღებული მხარდაჭერისთვის.
მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ დღეს უეფას გადასცა ყველა არსებული მტკიცებულება გასულ სამშაბათს, 17 თებერვალს, ლისაბონში „ბენფიკასთან“ ჩვენი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების შესახებ. ჩვენი კლუბი აქტიურად თანამშრომლობდა უეფას მიერ დაწყებულ გამოძიებასთან, რომელიც იმ მატჩის დროს განცდილი რასიზმის მიუღებელი ეპიზოდების შემდეგ დაიწყო. მადრიდის „რეალი“ აფასებს ერთსულოვან მხარდაჭერას, თანადგომასა და სიყვარულს, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა, მიიღო გლობალური საფეხბურთო საზოგადოების ყველა სფეროდან. მადრიდის „რეალი“ გააგრძელებს მუშაობას, ყველა ინსტიტუტთან თანამშრომლობით, რათა აღმოფხვრას რასიზმი, ძალადობა და სიძულვილი სპორტსა და საზოგადოებაში.
მწვრთნელმა ალვარო არბელოამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ისინი ვინისიუსის გვერდით იყვნენ და მოედნიდანაც გავლაც კი შეეძლოთ, ვინისიუსს ასეთი გადაწყვეტილება რომ მიეღო. ამ გზავნილს გამოეხმაურნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ორელიენ ჩუამენი, თუმცა კილიან მბაპე უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ მან თავად მოისმინა რასისტული შეურაცხყოფა და პრესტიანი ტურნირიდან უნდა მოიკვეთოს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება