ფეხბურთი
/
18.02.2026
მანჩესტერ იუნაიტედი მაკ ალისტერს დაუმიზნა, სიტი ტრაფორდის გაყიდვას არ ჩქარობს, ჯექსონი ჩელსიში ბრუნდება
ფეხბურთის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ევროპული კლუბები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ ალექსის მაკ ალისტერის გადაბირებას განიხილავს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ ჯეიმს ტრაფორდის გაყიდვის ნაცვლად, მის იჯარით გაშვებას ამჯობინებს. ნიკოლას ჯექსონი, სავარაუდოდ, „ჩელსიში“ დაბრუნდება მიუნხენის „ბაიერნიდან“. ასევე, აქტიურია ჭორები „არსენალის“ ინტერესზე ნიკო უილიამსის მიმართ და „რეალის“ პოზიციაზე ნიკო შლოტერბეკის ტრანსფერში.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულის“ არგენტინელი ნახევარმცველის, 27 წლის ალექსის მაკ ალისტერის გადაბირებას განიხილავს. მსოფლიო ჩემპიონი, შესაძლოა, „ენფილდს“ ამ ზაფხულს დაემშვიდობოს. (Star)
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისელი მეკარის, 23 წლის ჯეიმს ტრაფორდის გაყიდვის ნაცვლად, ზაფხულში იჯარით გაშვებას ამჯობინებს. მისით „ლიდსი“, „ასტონ ვილა“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან. (Teamtalk)
24 წლის ნიკოლას ჯექსონი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს „ჩელსიში“ დაბრუნდება, რადგან მიუნხენის „ბაიერნში“ სათამაშო დროის ნაკლებობა ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის კლუბი სენეგალელი თავდამსხმელის იჯარის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ გამოსყიდვის პუნქტს არ გაააქტიურებს. (Times)
„არსენალს“ შუამავლებმა აცნობეს, რომ ესპანელი გარემარბი, 23 წლის ნიკო უილიამსი მზადაა განიხილოს „ატლეტიკ ბილბაოდან“ ზაფხულში წასვლა. (Teamtalk)
„ბრაიტონმა“ 19 წლის საიდ ელ მალა ზაფხულის მთავარ სამიზნედ აქცია და „კიოლნს“ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბის თაობაზე წერილობითი შეთავაზება გაუგზავნა. (Sky Germany)
„ნაპოლიმ“ მთავარ პრიორიტეტად დაისახა შოტლანდიელი ნახევარმცველის, 29 წლის სკოტ მაკტომინეის შენარჩუნება პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესის მიუხედავად, და მას ახალი, მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზა. (Fichajes)
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარყო იურგენ კლოპის აგენტთან კონტაქტი მას შემდეგ, რაც აგენტმა განაცხადა, რომ კლუბმა 58 წლის „ლივერპულის“ ყოფილი მწვრთნელის „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლის შესახებ მოთხოვნა გააკეთა. (Sky Sports)
მიჩნეულია, რომ „რეალს“ ყველაზე კარგი პოზიცია აქვს გერმანელი მცველის, 26 წლის ნიკო შლოტერბეკის „დორტმუნდის ბორუსიადან“ ამ ზაფხულს გადმოსაყვანად. მის ხელმოწერისთვის „ბარსელონაც“ იბრძვის 50 მილიონი ევროს (43.4 მილიონი ფუნტი) ღირებულების შეთანხმებაში. (Fichajes)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე გააგრძელებს „მიდლსბროს“ ნახევარმცველის, 23 წლის ჰეიდენ ჰეკნის მონიტორინგს. ინგლისელი ფეხბურთელით ასევე „ლიდსი“, „ტოტენჰემი“ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებულნი. (Teamtalk)
„გალათასარაი“ „ინტერ მილანისა“ და თურქეთის ნაკრების 32 წლის ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს ზაფხულის ტრანსფერით არის დაინტერესებული. (La Gazzetta dello Sport)
„ბარსელონას“ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს, სურს დაცვის გაძლიერება „დორტმუნდის ბორუსიისა“ და ნორვეგიის ნაკრების 28 წლის მცველის, ჯულიან რაიერსონის შეძენით. (Fichajes)
#მანჩესტერ სიტი
#არსენალი
#ჩელსი
#მანჩესტერ იუნაიტედი
#ლივერპული
#ბარსელონა
#ბაიერნი
#ჯულიან რაიერსონი
#ნაპოლი
#რეალი
#ბრაიტონი
#ჯეიმს ტრაფორდი
#სკოტ მაკტომინეი
#ალექსის მაკ ალისტერი
#გალათასარაი
#სატრანსფერო ფანჯარა
#იურგენ კლოპი
#ჰეიდენ ჰეკნი
#ნიკო უილიამსი
#საიდ ელ მალა
#ნიკო შლოტერბეკი
#ჰაკან ჩალჰანოღლუ
#ნიკოლას ჯექსონი
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება