ლივერპულს ნიკო უილიამსის ტრანსფერზე დაუკავშირდნენ
პრესის ცნობით, „ლივერპულს“ ნიკო უილიამსის პოტენციურ ტრანსფერზე დაუკავშირდნენ. ესპანელმა ვარსკვლავმა „ბილბაოსთან“ ახალი კონტრაქტი შარშან გააფორმა, თუმცა მასში 100 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტია გათვალისწინებული. ფეხბურთელი მზადაა ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს, თუკი რომელიმე კლუბი ამ თანხას გადაიხდის.