სპორტი
/
15.02.2026
მანუელ ნოიერი ტრავმირებულია: „ბაიერნის“ კაპიტანი მოედანს რამდენიმე კვირით დაუბრუნდება
მიუნხენის „ბაიერნის“ გამოცდილ მეკარესა და კაპიტან მანუელ ნოიერს მარცხენა წვივის კუნთი გაუწყდა, რის გამოც ის რამდენიმე კვირით ვერ ითამაშებს. კლუბის განცხადებით, ტრავმა „ვერდერ ბრემენთან“ გასვლით მატჩში მიიღო.
ცუდი ამბები მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერისთვის. „ბაიერნმა“ გამოაცხადა, რომ ნოიერი რამდენიმე კვირით მოედანს დაუბრუნდება.
შაბათს, მიუნხენის „ბაიერნის“ „ვერდერ ბრემენთან“ 0:3 გამარჯვებაში მანუელ ნოიერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ტაიმის შემდეგ მისი შეცვლა გახდა საჭირო. გერმანული პრესა თავდაპირველად ამას სიფრთხილის ზომად აფასებდა. თუმცა, ნოიერის ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
კლუბის ცნობით, 39 წლის მეკარეს წვივის კუნთი აქვს გაწყვეტილი. „მიუნხენის „ბაიერნს“ დროებით კაპიტნის გარეშე მოუწევს თამაში: მანუელ ნოიერმა გუშინ „ვერდერ ბრემენთან“ ბუნდესლიგის გასვლით მატჩში მარცხენა წვივის კუნთი გაიწყვიტა. ეს დიაგნოზი „ბაიერნის“ სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა,“ – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
Sky Sports-ის ცნობით, მანუელ ნოიერი მომავალ უქმეებზე „აინტრახტ ფრანკფურტთან“ მატჩს გამოტოვებს, შესაძლოა, ერთი კვირის შემდეგ დორტმუნდის „კლასიკერსაც“. BILD-ის ინფორმაციით, ის შესაძლოა სამი კვირით გამოეთიშოს თამაშს.
წყარო: sports.yahoo.com
გაზიარება