ლივერპული და არსენალი ოლიმპიაკოსის მეკარე კონსტანტინოს ცოლაკისს უმიზნებენ
Arena Napoli-ის ცნობით, „ლივერპული“ და „არსენალი“ „ოლიმპიაკოსის“ 23 წლის მეკარის, კონსტანტინოს ცოლაკისის გადაბირებას ცდილობენ. ბერძნული კლუბი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. მიუხედავად „ლივერპულის“ მეკარეთა ხაზში ალისონ ბეკერისა და გიორგი მამარდაშვილის ყოფნისა, ბრაზილიელის კონტრაქტის ვადის ამოწურვა ცოლაკისის პოტენციურ ტრანსფერს აქტუალურს ხდის.