„The Athletic“-მა NBA-ის ვარსკვლავთა უქმეების ფარგლებში, ლოს-ანჯელესში 30-ზე მეტ აქტიურ NBA-ის მოთამაშეს ლიგის ირგვლივ არსებულ სხვადასხვა საკითხზე გამოკითხვა ჩაუტარა. კერძოდ, კალათბურთელებმა დაასახელეს, მათი აზრით, ლიგის საუკეთესო მოთამაშე, ისაუბრეს NBA-ის ყველაზე დიდ პრობლემაზე და ასევე, გამოავლინეს საუკეთესო პოდკასტის მფლობელი მოთამაშე (ან ყოფილი მოთამაშე). კითხვაზე - „ვინ არის NBA-ის საუკეთესო მოთამაშე ახლა?“ - მოცემული ხმები ასე გადანაწილდა: * ნიკოლა იოკიჩი: 5 ხმა * შეი გილჯეს-ალექსანდერი: 3 ხმა * ლუკა დონჩიჩი: 2 ხმა * დონოვან მიტჩელი: 2 ხმა * ექვსმა მოთამაშემ: 1 ხმა (თითოეულმა) აღსანიშნავია, რომ ხმა არავის მიუცია ლებრონ ჯეიმსისთვის ან სტეფ კარისთვის. კევინ დურანტს კი ერთი ხმა ერგო (რიდ შეპარდისგან, მისი „ჰიუსტონ როკეტსის“ თანაგუნდელისგან). ეს სულაც არ ამცირებს ამ სამი ამერიკელი ვარსკვლავის, განსაკუთრებით კი ჯეიმსის ღვაწლს, რომელიც ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეც (ჩვეულებრივ, მაიკლ ჯორდანთან ერთად მოიხსენიება). ეს სტატია თავდაპირველად Hoops Hype-ზე გამოქვეყნდა.