კალათბურთი
19 February
NBA-ის მოთამაშეებმა ნიკოლა იოკიჩი ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს
„The Athletic“-მა NBA-ის ვარსკვლავთა უქმეებზე, ლოს-ანჯელესში 30-ზე მეტ კალათბურთელს გამოკითხვა ჩაუტარა ლიგის სხვადასხვა საკითხზე. მოთამაშეებმა იმსჯელეს საუკეთესო კალათბურთელზე, NBA-ის ყველაზე დიდ პრობლემაზე და საუკეთესო პოდკასტის მქონე მოთამაშეზე. გამოკითხვის შედეგად, ნიკოლა იოკიჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა ლებრონ ჯეიმსსა და სტეფ კარის ხმა არ მიუღიათ.