„ბაზელისა“ და ჯერემი აგბონიფოს გზები უკვე გაიყო. შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა 20 წლის თავდამსხმელის იჯარის ვადამდე დასრულების შესახებ. მიმდინარე სეზონში აგბონიფო 16-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, თუმცა ჯამში მხოლოდ 645 სათამაშო წუთი დააგროვა და „ბაზელის“ შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ფეხბურთელი ახლა შვედეთში, „ბკ ჰაკენში“ ბრუნდება, სადაც რიტმისა და თავდაჯერებულობის აღდგენას შეეცდება. თუმცა, მისი კონტრაქტი კვლავ ლიგა 1-ის კლუბ „ლანსს“ ეკუთვნის. „ბკ ჰაკენის“ აღზრდილი აგბონიფო ახლა იმედოვნებს, რომ ნაცნობ გარემოში შეძლებს კარიერის განახლებას.