#ფკ ბაზელი

ამ თეგით ნაპოვნია 3 სტატია

ფეხბურთი / ტრანსფერები 25 February

სამუელ ესენდე: „ბაზელმა“ მორიგი ტრანსფერი „იანგ ბოისს“ დაუთმო

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ბაზელი“ სამუელ ესენდეთი იყო დაინტერესებული, მაგრამ მოთამაშის მშობლიურმა კლუბმა, „აუგსბურგმა“, მუდმივი ტრანსფერი მოითხოვა (3-4 მილიონი შვეიცარიული ფრანკი). „ბაზელი“ იჯარას ემხრობოდა, რის გამოც ფეხბურთელი საბოლოოდ „იანგ ბოისში“ გადავიდა, რომელმაც „აუგსბურგის“ მოთხოვნები დააკმაყოფილა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა „ბაზელი“ ანალოგიურ სიტუაციაში ბერნის მეტოქესთან ფეხბურთელს კარგავს (ადრე ალვინ სანჩესის შემთხვევაშიც ასე მოხდა).

ფეხბურთი 24 February

ოფიციალურად: ჯერემი აგბონიფო „ბაზელს“ ტოვებს და შვედეთში ბრუნდება

ნიგერიული წარმოშობის ახალგაზრდა ვინგერმა, ჯერემი აგბონიფომ, „ბაზელში“ იჯარის ვადამდე დაასრულა და შვედურ „ჰაკენში“ ბრუნდება. 20 წლის ფეხბურთელმა შვეიცარიულ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

სპორტი 19 February

ემანუელ ესიამი „ვინტერთურში“ იჯარით 2027 წლამდე - განელი სუპერ ლიგაში რჩება

23 წლის განელი ნახევარმცველი ემანუელ ესიამი „ბაზელიდან“ „ვინტერთურში“ 2027 წლის ზაფხულამდე იჯარით გადავიდა. ეს მისი მორიგი იჯარაა და მიზანი შვეიცარიის უმაღლეს ლიგაში დამკვიდრებაა. ამ ტრანსფერით მისი ბელგიური იჯარა ნაადრევად დასრულდა.