Sport BILD-ის ცნობით, რასმუს კრისტენსენის სეზონი, შესაძლოა, დასრულებული იყოს შაბათს „გლადბახთან“ 3:0 მოგებულ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ. ერთი რამ ცხადია, მარჯვენა მცველი მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდება მას შემდეგ, რაც ის შესვენებაზე ნნამდი კოლინსმა შეცვალა. „იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ძლიერი დაჟეჟილობაა“, – განაცხადა „ფრანკფურტის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ მატჩის შემდეგ, სადაც დანიელი მცველი მოედნიდან გაიყვანეს. კრისტენსენი ორშაბათს ნაშუადღევს სპეციალისტმა გამოიკვლია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელმა მძიმე იოგების ტრავმა მიიღო. „ფრანკფურტისთვის“ ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის რამდენიმე ოფიციალური პირი ვარაუდობს, რომ ის რამდენიმე თვით გამოეთიშება მოედანს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს დიდი დანაკარგი იქნება ჰესენის კლუბისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მან ყველა ტურნირზე 25 თამაში ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.