ტრავმების ეპიდემია „აინტრახტში“: კრისტენსენი სეზონის ბოლომდე გამოეთიშა
„აინტრახტს“ ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სია დაუგროვდა. ბუნდესლიგის კლუბს დანიელი მცველი რასმუს კრისტენსენი სეზონის ბოლომდე გამოეთიშა, ხოლო არტურ თეატე, არნო კალიმუენდო და ანსგარ კნაუფი ასევე ვერ ითამაშებენ უახლოეს მატჩებში. ეს სერიოზული გამოწვევაა მწვრთნელ ალბერტ რიერასთვის, განსაკუთრებით „ბაიერნთან“ მოახლოებული მატჩის წინ.