ვინისიუს ჟუნიორისა და ჯანლუკა პრესტიანის საქმე ამ ოთხშაბათს დილით ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბენფიკას“ ფეხბურთელს სერიოზული შედეგები ელოდება, თუ ბრალი დაუმტკიცდება. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის (0-1) დიდმა სკანდალმა დაჩრდილა. ჯანლუკა პრესტიანი ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასისტული კომენტარების გაკეთებაშია ბრალდებული, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მსაჯმა ფრანსუა ლეტექსიემ, სიტუაციის შესახებ ინფორმირების შემდეგ, გაააქტიურა ანტირასისტული პროტოკოლი და მატჩი მოკლე ხნით შეაჩერა. „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელი აცხადებს, რომ მათ სავარაუდო შეურაცხყოფა მოისმინეს, არგენტინელი კი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. თუ ბრალდებები დადასტურდება, UEFA-ს რეგულაციები მძიმე სასჯელს ითვალისწინებს: მინიმუმ ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც რასისტულ გამონათქვამებში დამნაშავედ გამოცხადდება. ასეთმა სანქციამ შესაძლოა პრესტიანი დიდი ხნით ჩამოაშოროს ევროპულ შეჯიბრებებს და გარდამტეხი მომენტი გახდეს მის ახალგაზრდა კარიერაში.