უეფამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველი მატჩის – „ბენფიკა“ – „რეალის“ მთავარ არბიტრად ფრანგი ფრანსუა ლეტექსიე დანიშნა. შეხვედრა სამშაბათს, ევროპის დროით 21:00 საათზე დაიწყება. Realmadrid.com-ის ცნობით, ფრანსუა ლეტექსიე უმსაჯებს „ბენფიკასა“ და „რეალს“ შორის გასამართ მატჩს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველი შეხვედრაა. თამაში „ეშტადიუ და ლუშზე“ გაიმართება (სამშაბათი, 21:00 CEST; Orange TV და Movistar Liga de Campeones). ფრანგი არბიტრი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩვენი გუნდის მატჩს მეექვსედ მოემსახურება. მატჩები, რომლებზეც ლეტექსიემ „რეალის“ მონაწილეობით ჩემპიონთა ლიგაზე იმსაჯა: - „რეალი“ 1-2 „არსენალი“ (2024/25 წლების სეზონი, 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი) - „ლივერპული“ 2-0 „რეალი“ (2024/25 წლების სეზონი, ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური) - „რეალი“ 3-3 „მანჩესტერ სიტი“ (2023/24 წლების სეზონი, 1/4 ფინალის პირველი მატჩი) - „რეალი“ 4-2 „ნაპოლი“ (2023/24 წლების სეზონი, ჯგუფური ეტაპის მე-5 ტური) - „რეალი“ 2-0 „ჩელსი“ (2022/23 წლების სეზონი, 1/4 ფინალის პირველი მატჩი) ლეტექსიემ უნდა ელოდოს დაძაბულ და ფიზიკურ თამაშს, თუმცა მას აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ შეხვედრა კონტროლის ქვეშ შეინარჩუნოს.