ჟირონასა და ბარსელონას შორის გასამართი მატჩის სასტარტო 22 ფეხბურთელი გამოცხადდა. "ჟირონა" - "ბარსელონა": დაპირისპირების ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია. დღეს საღამოს, ლა ლიგის ფარგლებში, კატალონიური დერბი გაიმართება, სადაც "ჟირონა" "ბარსელონას" უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობები უკვე გაასაჯაროვა. მასპინძლები, "ბლანკივერმელები", 4-2-3-1 სქემით ითამაშებენ, კარში კი პაულო გასანიგა დადგება. "ბლაუგრანა" ასევე 4-2-3-1 წყობით იწყებს, კარის დარაჯი ჟოან გარსიაა, რომელსაც უკანა ხაზში ჟიულ კუნდე, პაუ კუბარსი, ერიკ გარსია და ჟერარ მარტინი ეხმარებიან. ნახევარდაცვის ხაზში ფრენკი დე იონგი, დანი ოლმო და ფერმინ ლოპესი მოქმედებენ. შეტევის წინა ხაზს ფერან ტორესი უძღვება, რომელსაც ლამინ იამალი და რაფინია ეხმარებიან.